ე.წ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის უშიშროების სამსახური საქართველოს მოქალაქეებისათვის განცხადებას ავრცელებს

თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის უშიშროების სამსახური, საგაზაფხულო სამუშაოების გამო საქართველოს მოქალაქეებისათვის განცხადებას ავრცელებს, რომელიც დე-ფაქტო რესპუბლიკაში შესასვლელად ნებართვის მისაღებად და იქ მიწის ან სხვა სამუშაოების შესასრულებლად საჭირო პროცედურების გავლას ეხება.
გავრცელებული განცხადების თანახმად, თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში სამუშაოების შესრულებაზე თანხმობის მისაღებად, აუცილებელია საქართველოს მოქალაქეებმა შესაბამისი განცხადება დაწერონ, რის საფუძველზე ინდივიდუალურ ან კოლექტიური საშვებს მიიღებენ განცხადებას თან უნდა ერთვოდეს რეგისტრაციის შტამპის მქონე პასპორტის ქსერო-ასლი.
იმ შემთხვევაში, თუკი მწყემსი ან გლეხი იმუშავებს ე.წ. საზღვრის ზონიდან 100 მეტრის რადიუსის პერიმეტრზე, მან ამის შესახებ უახლოეს დროებით სასაზღვრო-გამშვები პუნქტის თანამშრომლებს უნდა აცნობოს.
ე.წ. სასაზღვრო ზონასთან სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების შესასრულებლად დამატებით საჭიროა მიწის ფლობის დოკუმენტი ფართობის გეგმასთან ერთად, რომელსაც დე-ფაქტო რესპუბლიკის სოფლის ადმინისტრაციები გასცემენ.
აღნიშნული განკარგულება 2 მარტს გამოქვეყნდა.

banner
წინა სტატიაშისომხეთს ახალი პრეზიდენტი ყავს
შემდეგი სტატიასაბჭოთა კავშირის ერთადერთ პრეზიდენტს 87 წელი შეუსრულდა