სომხეთმა რუსული გაზის რუბლში შეძანა დაიწყო

სომხეთის ეკონომიკის მინისტრის , ვაჰან კერობიანის თქმით, სომხეთი რუსულ გაზს რუბლში შეიძენს. მისი განმარტებით, ფასზე დოლარში შეთანხმდებიან, თუმცა რუბლით გადაიხდიან.

“უნდა გადავიდეთ ეროვნულ ვალუტაზე. როგორც ვიცი, ბოლო რამდენიმე გადახდა რუბლით, შესაბამისი კურსით მოხდა”. – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

23 მარტს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა თქვა, “რომ არამეგობრულ ქვეყნებში” გაზი რუბლებში გაიყიდება.

24 მარტს, პოლონეთის სახელმწიფო ენერგეტიკულმა კომპანიამ, PGNiG-მ განმარტა, რომ რუსული გაზის საფასურს რუბლებში არ გადაიხდის. ასევე, სლოვენიის პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ “ევროპაში ვინმემ იცოდეს, როგორ გამოიყურება რუბლი. რუბლში არავინ გადაიხდის”.

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში რუსული აგრესიის შედეგად 198 ბავშვი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიანიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულებს 17 და 16 წლით პატიმრობა მიესაჯათ