უკრაინაში რუსული აგრესიის შედეგად 198 ბავშვი გარდაიცვალა

უკრაინაში რუსული შეიარაღებული აგრესიის შედეგად უკვე 198 ბავშვია დაღუპული, 355-ზე მეტი კი დაშავდა.

უკრაინის პროკურატურის ინფორმაციით, ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკის ოლქში – 117, კიევის ოლქში – 105, ხარკოვის ოლქში – 81, ჩერნიგოვის ოლქში – 54, მიკოლაევის ოლქში – 40, ხერსონის ოლქში – 38, ლუგანსკის ოლქში – 36, ზაპოროჟიეს ოლქში – 23, დედაქალაქში – 16, სუმის ოლქში – 16, ჟიტომირის ოლქში – 15.

რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის ქალაქებისა და სოფლების მასიური დაბომბვის შედეგად დაზიანდა 1 018 სასწავლო დაწესებულება, საიდანაც 95 მთლიანად განადგურებულია.

ცნობისთვის, მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკისა და ალექსანდრე ჯეჯელავას ახალი კურსი ბიზნესკურსის მომხმარებლებს
შემდეგი სტატიასომხეთმა რუსული გაზის რუბლში შეძანა დაიწყო