სოლსბერიში “ნოვიჩოკის” მოწამვლით პოლიციელი მოათავსეს საავადმყოფოში

პოლიციელი, რომელმაც ეიმსბერიში ორი მოწამლული ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანა, დღეს თვითონაც ჰოსპიტალში მოათავსეს. საგრაფოს პოლიციამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ დაშავებულმა, თავდაპირველად ქალაქ სუინდონში Great Western Hospital-ს მიმართა, რომლის შემდეგადაც სოლსბერის საავადმყოფოში გადაიყვანეს, რომელიც 67 კმ-შია. სოლსბერის საავადმყოფოში მანამდე სერგეი და იულია სკრიპალები და კიდევ სამი ადამიანი გადიოდა მკურნალობას, რომლებიც, პოლიციის ინფორმაციით, ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერება “ნოვიჩიკით” იყვნენ მოწამლული.
როგორც მედია ავრცელებს, სუინდონის ჰოსპიტალის სასწრაფო დახმარების განყოფილება დაკეტილია ყველასთვის, მედიკოსების გარდა, შიგნით კი პოლიციელები იმყოფებიან, ასევე, არიან ჰოსპიტალის თანამშრომლები, რომლებსაც ქიმიური დაცვის სპეციალური ტანსაცმელი აცვიათ.

30 ივნისს ქალაქ ეიმსბერის ორი მკვიდრი ჩარლი როული და დონ სტერჯესი საავადმყოფოში მოათავსეს. 4 ივლისს დადგინდა, რომ ისინი “ნოვიჩოკით” იყვნენ მოწამლული.
მარტში ქალაქ სოლსბერიში ყოფილი ორმაგი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი “ნოვიჩოკით” მოწამლეს.

banner
წინა სტატიაშიმესტია-ჭუბერში არსებულ მდგომარეობაზე გარემოს ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს
შემდეგი სტატიაფხენიანის შეხვედრა პომპეომ და კიმ ჩენ ინმა განსხვავებულად შეაფასეს