ფხენიანის შეხვედრა პომპეომ და კიმ ჩენ ინმა განსხვავებულად შეაფასეს

ჩრდილოეთ კორეის რესპუბლიკა კორეის ნახევარკუნძულის ატომური განიარაღების შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან მაიკ პომპეოსთან მოლაპარაკებებს კრიტიკულად აფასებს. განცხადებაში, რომელიც ოფიციალურმა ფხენიანმა დღეს გაავრცელა, ნათქვამია, რომ აშშ ცალმხრივ მოთხოვნებს აყენებს და შესაგებებლად არაფერს სთავაზობს ჩრდილოეთ კორეას. ფხენიანი აშშ-ს პოლიტიკას “მძარცველურს” უწოდებს, რომელიც “სინგაპურის სამიტის სულს ღალატობს”.
“ველოდებოდით, რომ ვაშინგტონის წარმომადგენელი კონსტრუქციულ იდეას შემოგვთავაზებდა, ვფიქრობდით, ასევე სამაგიეროს მიღებაზე. თუმცა, მოლაპარაკებების შედეგია ის, რომ ჩრდილოეთ კორეასა და აშშ-ს შორის ნდობის ფაქტორი საფრთხის ქვეშ დადგა, რომელმაც, შესაძლებელია, ჩვენი დენუკლეარიზაციის იდეა შეარყიოს” – განცხცადებაშია ნათქვამი.

თავის მხრივ, მაიკ პომპეომ მედიასთან განაცხადა, რომ თითქმის ყველა ძირითად პუნქტში პროგრესია მიღწეული, მან მოლაპარაკებები დადებითად შეაფასა.

 

banner
წინა სტატიაშისოლსბერიში “ნოვიჩოკის” მოწამვლით პოლიციელი მოათავსეს საავადმყოფოში
შემდეგი სტატიატრამპმა აშშ-ს ორ წამყვან გაზეთს კრახი უწინასწარმეტყველა