სოხუმში მთავრობის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

აფხაზეთში, ე.წ. მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ოპოზიციის მხარდამჭერები მოითხოვენ, ძალოვანმა მინისტრებმა დატოვონ თანამდებობა, ისევე როგორც დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ.

მათი თქმით, “ქვეყანაში” არჩევნებამდე საპარლამენტო მმართველობა უნდა დამყარდეს.

აქციის მონაწილეთა თქმით, არ ენდობიან ხელისუფლების წარმომადგენლებს და შიშობენ, რომ ისინი შეიძლება ე.წ პრეზიდენტის არჩევნებისთვის იყიდონ.

ამასთან, არ გამორიცხავენ, რომ დე ფაქტო პრეზიდენტობის კანდიდატი ასლან ბჟანია ხელმეორედ მოწამლეს.

აფხაზური მედიის ცნობით, ასლან ბჟანია კომიდან გამოვიდა. მასთან დაახლოებული პირი რენატ ქარჩავა ამბობს, რომ ბჟანიას სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირებისთვის მთავრობამ სპეციალური ვებგვერდი – www.stopcov.ge შექმნა
შემდეგი სტატიაარჩილ თალაკვაძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს შეხვდა