არჩილ თალაკვაძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ პაშინიანს შეხვდა.

მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები, ასევე, ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს.

ყურადღება გამახვილდა ინტენსიურ საპარლამენტთაშორისო ურთიერთობასა და გაზრდილ სავაჭრო ბრუნვაზე. ასევე, აღინიშნა, რომ საქართველოსა და სომხეთს შორის მნიშვნელოვნად გაიზარდა ტურისტული ვიზიტების რაოდენობა. საუბარი შეეხო კულტურისა და განათლების სფეროში თანამშრომლობის ინტენსიფიკაციასა და პრიორიტეტულ მიმართულებებს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და ოკუპაციის პრობლემა იყო. არჩილ თალაკვაძემ ნიკოლ პაშინიანს მადლობა გადაუხადა სომხეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობის მხარდაჭერისა და საერთაშორისო ფორმატებში დაფიქსირებული პოზიციისთვის.​

banner
წინა სტატიაშისოხუმში მთავრობის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
შემდეგი სტატიადაღუპული სამხედროების დედებს 3 მარტი ჯარისკაცებმა მიულოცეს