სოხუმში არძინბას ძმისშვილი მოკლეს

სოხუმში თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის, ვლადისლავ არძინბას ძმისშვილი კამელ არძინმა მოკლეს.

კამელ არძინბა, როგორც ადგილობრივი მედია ავრცელებს, მოიხსენიებოდა როგორც “ბიზნესმენი” ან “კრიმინალური ავტორიტეტი”. მას არავინ იცნობდა, მაგრამ მასზე ყველამ იცოდა. ის ვლადისლავ არძინბას ოფიციალურ ბიოგრაფიაშიც არის მოხსენიებული, როგორც ძმისშვილი, რომელიც მის სახლში დაიბადა.

როგორც მედია იტყობინება, კამელ არძინბა გაურკვეველ ჯგუფთან მომხდარი გარჩევების შემდეგ დაჭრეს და ის საავადმყოფოში გარდაიცვალა. გარჩევებს პოლიტიკური ხასიათი არ ჰქონია.

არძინბა აფხაზეთში ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ პირად ითვლებოდა, მისი შემოსავალი სხვადასხვა კომპანიებიდან მიღებული წილები იყო. მისი სახლი დაახლოებით 1000 კვ/მ ფართობზე იყო გაშენებული, ის ფლობდა ძვირადღირებულ მანქანებს.

ადგილობრივი სამართალდამცველები მომხდარის მოტივების შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებენ. თუმცა, საქმე, სავარაუდოდ, კრიმინალურ სამყაროში მომხდარ გადაადგილებას ეხება. გასულ წელს არძინბას სახლი დაცხრილეს მოკლული კრიმინალური ავტორიტეტების დაჯგუფების წევრებმა, რომელებიც, თითქოსდა არძინბას ეძებდნენ.

banner
წინა სტატიაშიწყალტუბოში სკოლის მოსწავლე დაჭრეს
შემდეგი სტატიამსჯავრდებულების ვაქცინაცია დაიწყო