წყალტუბოში სკოლის მოსწავლე დაჭრეს

წყალტუბოში ახალგაზრდა დაჭრეს. შემთხვევა გუშინ მესამე საჯარო სკოლასთან მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, 18 წლის ახალგაზრდა ამავე სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლეა.

ის სავარაუდოდ, 20 წლამდე მამაკაცმა დაჭრა.

ჩხუბის მიზეზი უცნობია, დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიყენებული. დაშავებულს ოპერაცია ჩაუტარდა.

არსებული ინფორმაცით, ინციდენტში მონაწილე პირი დაკავებული არ არის.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს 117-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. უწყებაში აცხადებენ, რომ მომხდარზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი: მე მელიას ადგილზე დავისვენებდი
შემდეგი სტატიასოხუმში არძინბას ძმისშვილი მოკლეს