სლოვაკეთის საელჩო რეგიონის 6 ბაღში ატრაქციონების მოწყობას აფინანსებს

დღეს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ თორია საქართველოში სლოვაკეთის ელჩს პაველ ვიზდალის შეხვდა. შეხვედრაზე ხელი მოეწერა მცირე გრანტს არასამთავრობო ორგანიზაცია – ,,ადგილობრივი განვითარების და ინოვაციების ცენტრთან“, რომელიც შეიძენს და რეგიონში დააინსტალირებს 6 სათამაშო მოედანს, კერძოდ, ლესიჭინეს, მუხურის, ახუთის, კიწიის, ვედიდკარისა და ქალაქ ჩხოროწყუს საბავშვო ბაღებში.

ელჩმა დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან ლუდუკ ხასიასთან და ჩხოროწყუს მერთან დათო გოგუასთან ერთად ის ადგილები დაათვალიერა, სადაც აღნიშნული ატრაქციონები განთავსდება.

საბავშვო ბაღებში ატრაქციონების განთავსების საკითხი მოქალაქეებთან გამართულ შეხვედრებზე დაისვა.

banner
წინა სტატიაში“მთავარი არხის” 4 თანამშრომელს თავს დაესხნენ – ჟურნალისტს თავი აქვს გატეხილი
შემდეგი სტატიამარნეულში საქართველოს პირველი არხის გადამღები ჯგუფის კამერა დაამტვრიეს და ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ