მარნეულში საქართველოს პირველი არხის გადამღები ჯგუფის კამერა დაამტვრიეს და ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ

“მთავარი არხის” გადამღები ჯგუფის გარდა, მარნეულში თავს დაესხნენ პირველი არხის გადამღები ჯგუფსაც, მათ კამერა დაუმტვრიეს და ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ არხი თავად ავცელებს.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, შემთხვევა „ქართული ოცნებისა“ და ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს შორის შეხლა-შემოხლის დროს მოხდა.

ინციდენტის მონაწილე ერთ-ერთი პირი საქართველოს პირველი არხის ოპერატორს თავს დაესხა, ცემა და კამერა დაუმტვრია.

საქართველოს პირველი არხის გადამღები ჯგუფი ამ დროისთვის პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება.

banner
წინა სტატიაშისლოვაკეთის საელჩო რეგიონის 6 ბაღში ატრაქციონების მოწყობას აფინანსებს
შემდეგი სტატიააზერ სულეიმანოვი მომხდარს „ქართულ ოცნებას“ უკავშირებს