სკოტლანდ-იარდმა სკრიპალის საქმეზე ეჭვმიტანილების ახალი ვიდეო გამოაქვეყნა

დიდი ბრიტანეთის პოლიციამ საკუთარ საიტზე ახალი ვიდეოჩანაწერები გამოაქვეყნა, რომელიც სოლსბერიში ყოფილი ორმაგი აგენტის სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის “ნოვიჩოკით” მოწამვლის საქმეს ეხება. ვიდეოში ნაჩვენებია ორი მამაკაცი, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან. პირველ ვიდეოში, რომელიც 4 მარტს არის დაფიქსირებული, მამაკაცები სოლსბერის ავტოვაგზალზე იმყოფებიან. მეორე ვიდეოში, რომელიც ათი წუთის მოგვიანებით არის გადაღებული, ისინი სკრიპალის სახლიდან მოშორებით, უილტონ-როუდის ქუჩაზე მიდიან. მესამე ჩანაწერში ეჭვმიტანილები სოლსბერის ერთ-ერთ ქუჩაზე არიან.

ჟურნალისტ-გამომძიებლების საერთაშორისო ჯგუფმა Bellingcat და The Insider-მა პირველად დაწერეს, რომ მოწამვლაში ეჭვმიტანილი პირები ალექსანდრე პეტროვი და რუსლან ბოშიროვი ყალბი პასპორტებით იმყოფებოდნენ ბრიტანეთში. ორივე მათგანი რუსეთის უშიშროების სამსახურების თანამშრომელია და ორივეს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გმირის წოდება მიანიჭა.

რუსეთის უშიშროების ყოფილი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია სკრიპალი ბრიტანეთის პატარა ქალაქ სოლსბერიში 4 მარტს ქიმიური ნივთიერება “ნოვიჩოკით” მოწამლეს.

banner
წინა სტატიაშიპოლონეთში ლეხ ვალენსას წინააღმდეგ კაჩინსკის სარჩელის განხილვა დაიწყო
შემდეგი სტატიანავთობ Brent-ის ფასი 60 დოლარზე ნაკლები გახდა