პოლონეთში ლეხ ვალენსას წინააღმდეგ კაჩინსკის სარჩელის განხილვა დაიწყო

გდანსის სასამართლომ მმართველი ეროვნულ-კონსერვატიული პარტია “კანონი და სამართლიანობის” თავმჯდომარის, იაროსლავ კაჩინკის სარჩელის განხილვა დაიწყო პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის ლეხ ვალენსას წინააღმდეგ. სხდომაზე მხარეებმა უარი თქვეს სამშვიდობო შეთანხმებაზე. სასამართლო გადაწყვეტილებას 6 დეკემბერს გამოიტანს.
საჩივრის მიზეზი “ფეისბუქზე” ვალენსას განცხადება გახდა, სადაც მან სმოლენსკის ტრაგედიაზე პასუხისმგებლობა იაროსლავ კაჩინკის დააკისრა, რომელიც კატასტროფის დროს დაღუპულ მაშინდელ პოლონეთის პრეზიდენტ, ლეხ კაჩინსკის ტელეფონზე ესაუბრებოდა. ვალენსა ირწმუნება, რომ იაროსლავ კაჩინსკიმ ძმა დაარწმუნა იმაში, რომ ცუდი ამინდის მიუხედავად, მფრინავებისთვის თვითმფრინავის დაშვების ბრძანება გაეცა.
თავის მხრივ, კაჩინკიმ ვალენსას “პოლონური დემოკრატიის საფრთხე” უწოდა და პოლონეთის ყოფილი ხელმძღვანელის ინტელექტუალურ შესაძლებლობებში ეჭვი შეიტანა.

თვითმფრინავი Ту-154, რომლის ბორტზეც პოლონეთის მთელი მთავრობა იმყოფებოდა, 2010 წლის 10 აპრილს რუსეთში, სმოლენსკში ჩამოვარდა.

banner
წინა სტატიაშიმადრიდი ლონდონისგან გიბრალტარზე წერილობით გარანტიას ითხოვს
შემდეგი სტატიასკოტლანდ-იარდმა სკრიპალის საქმეზე ეჭვმიტანილების ახალი ვიდეო გამოაქვეყნა