ნავთობ Brent-ის ფასი 60 დოლარზე ნაკლები გახდა

ნავთობ Brent-ის ფასი ლონდონის ბირჟაზე 60 დოლარზე ნაკლები გახდა. 2017 წლის ოქტომბრიდან ეს პირველად მოხდა. დღეს საღამოს მონაცემებით, Brent-ის ფიუჩერსის ფასი 5%-ით გაიაფდა და 59,47 დოლარი შეადგინა ბარელზე – Bloomberg-ის მონაცემებით. WTI -ის მარკის ნავთობი კი – 50,78 დოლარი გახდა.

ორი დღის წინ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცს მადლობა გადაუხადა ნავთობზე ფასის დაწევის გამო და თქვა, რომ უფრო მეტად გაიაფებას ელოდება.
ექსპერტები, გრძელვადიან პერსპექტივაში ნავთობზე ფასის ვარდნას ელოდებიან.

banner
წინა სტატიაშისკოტლანდ-იარდმა სკრიპალის საქმეზე ეჭვმიტანილების ახალი ვიდეო გამოაქვეყნა
შემდეგი სტატიაიზოლაციაში მყოფი იემენი და ჰუმანიტარული კატასტროფა (ფოტო)