სკანდალი აშშ-ში: მიშელ ობამას “ქუსლებზე შემდგარი მაიმუნი” უწოდეს

დასავლეთ ვირჯინიის შტატის პატარა ქალაქის კლეის მერი ბევერლი უეილინგი დაკავებული თანამდებობიდან გადადგა მას შემდეგ, რაც მან “ფეისბუქზე” აშშ-ს პირველ ლედის, მიშელ ობამას “ქუსლებზე შემდგარი მაიმუნი” უწოდა – “ბიბისი” წერს.
პეტიციას, რომელიც მერის განცხადების შემდეგ მისი თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნით დაიწერა, ხელი 170 ათასმა ადამიანმა მოაწერა. აღნიშნავენ, რომ ქალაქ კლეიში სულ 491 ადამიანი ცხოვრობს. 2010 წლის აღწერით, ქალაქში აფროამერიკელები არ ცხოვრობენ.

მიშელ ობამას “მაიმუნი” უწოდა ასევე კლეის მხარეში მდებარე არაკომერციული ორგანიზაციის წარმომადგენელმა რემსი ტაილორმა. Washington Post და New York Daily News-ი ავრცელებენ, რომ ტაილორი თანამდებობიდან მოხსნეს.
ადგილობრივ რადიოში სიტყვით გამოსვლისას თვითონ ტაილორმა აღნიშნა, რომ შესაძლებელია მისი პოსტი რასისტული იყოს, თუმცა, მისი თქმით, მან თავისი პირადი აზრი გამოთქვა პიროვნულად, არა კანის ფერის გამო. მოგვიანებით მან ბოდიში მოიხადა იმის გამო, რომ პოსტი, შესაძლებელია რასისტულად აღიქვან.

banner
წინა სტატიაშიკლინტონმა ტრამპს მილიონი ხმით გადაასწრო
შემდეგი სტატია“რომის სტატუტთან დაკავშირებით რუსეთის გადაწყვეტილება, ჰააგაში მიმდინარე გამოძიებას ხელს ვერ შეუშლის”