კლინტონმა ტრამპს მილიონი ხმით გადაასწრო

კლინტონმა ტრამპს ისლამური სახელმწიფოს

აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებზე დამარცხებულმა დემოკრატმა კანდიდატმა ჰილარი კლინტონმა თავის ოპონენტ დონალდ ტრამპზე მილიონზე მეტი ხმა მიიღო ამომრჩევლებისგან – Politico-მ ბიულეტენების დათვლის წინასწარ შედეგებზე დაყრდნობით გამოაქვეყნა.
ყოფილ სახელმწიფო მდივანს 61, 963, 234 ადამიანმა მისცა, მილიარდელს კი – 60, 961, 185 ადამიანმა. როგორც აღნიშნავენ, ხმის დათვლის პროცედურა ჯერ კიდევ არ დასრულებულა კალიფორნიაში, იუტაში, ვაშინგტონსა და მიჩიგანში.

ეს მეხუთე შემთხვევაა აშშ-ს ისტორიაში, როცა პრეზიდენტი, რომელმაც ამომრჩეველთა მეტი ხმა მიიღო, დამარცხდა. ბოლოს ეს 2000 წელს, ჯორჯ ბუშ უმცროსის არჩევისას – ის თავის ოპონენტს ხმების ნახევარი პროცენტით ჩამორჩებოდა.

აშშ-ში პრეზიდენტს ამომრჩევლები პირდაპირი წესით არ ირჩევენ.
ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნები 8 ნოემბერს გაიმართა.

banner
წინა სტატიაშიასადმა ტრამპთან თანამშრომლობის პირობები დაასახელა
შემდეგი სტატიასკანდალი აშშ-ში: მიშელ ობამას “ქუსლებზე შემდგარი მაიმუნი” უწოდეს