დიმიტრი მედვედევი: სირიაში ეროვნულ ინტერესებს ვიცავთ

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სანქციებს პირველი იანვრიდან შემოიღებს

რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევის განცხადებით, რუსეთი სირიაში არანაირ სპეციალურ ამოცანებს არ ასრულებს.

აღნიშნული განცხადება დიმიტრი მედვედევმა მიუნხენში მიმდინარე უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გააკეთა.

როგორც მედვედევმა აღნიშნა, არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ რუსეთი სირიაში მშვიდობიან მოქალაქეებს ბომბავს.

„თითქმის ყოველდღე ჩვენზე აცხადებენ, რომ ჩვენ ვართ ნატო-სთვის, ევროპისთვის, ამერიკისთვის ან სხვა ქვეყნებისთვის საშინელი საფრთხე. ფილმებს იღებენ, სადაც რუსები ბირთვულ ომს იწყებენ. ზოგჯერ ვფიქრობ 2016 წელია თუ 1962. რაც შეეხება სირიას, ამბობენ, რომ მშვიდობიან მოსახლეობას ვბომბავთ, თუმცა ამის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. რუსეთი სირიაში არანაირ სპეციალურ ამოცანებს არ ასრულებს. ჩვენ იქ ეროვნულ ინტერესებს ვიცავთ. ბოევიკების მნიშვნელოვანი ნაწილი იქ რუსეთიდან და ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან არის ჩასული. მათ დაბრუნება და ტერაქტების მოწყობა სურთ. ისინი იქ უნდა დარჩნენ”,- აღნიშნა მედვედევმა.

ცნობისთვის, აღნიშნულ კონფერენციაზე ასევე მონაწილეობენ აშშ-ს სახელმწიფო უსაფრთხოების მდივანი, ისრაელის თავდაცვის მინისტრი, ნატო-ს გენერალური მდივანი და ერაყის პრემიერ-მინისტრი. განხილვის ძირითად საკითხს კი სირიის კონფლიქტი წარმოადგენს.

banner
წინა სტატიაშიმანანა კობახიძე: ე.წ. სამხრეთ ოსეთი 2008 წლის ომის გამოძიების საქმეში მხარე არ არის
შემდეგი სტატიატაივანში დაღუპულების რიცხვი 100-მდე გაიზარდა