მანანა კობახიძე: ე.წ. სამხრეთ ოსეთი 2008 წლის ომის გამოძიების საქმეში მხარე არ არის

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, ირინა იმერლიშვილის შეფასებით, პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლა

ე.წ. სამხრეთ ოსეთი 2008 წლის ომის გამოძიების საქმეში მხარე არ არის – ეს განცხადება პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გააკეთა.

მანანა კობახიძის თქმით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებისა და პროკურატურის ქმედებები კანონიერი არ არის.

„ნებისმიერი ქმედება, რასაც ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება, თუ მისი პროკურატურა ახორციელებს, ეს არის აბსოლუტურად კანონის მიღმა. შესაბამისად, ჩვენ უნდა მივდიოთ სწორედ იმ მოთხოვნებს, რაც ექნება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, ჰააგის პროკურორს, სადაც ამ პროცესში მხარედ არის საქართველო და რუსეთი და არა ოსეთი, ან აფხაზეთი,“ – განაცხადა მანანა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატს უმრავლესობა და უმცირესობა იწონებს
შემდეგი სტატიადიმიტრი მედვედევი: სირიაში ეროვნულ ინტერესებს ვიცავთ