სირიაში აფეთქების შედეგაგ 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

სირიის სახელმწიფო ტელევიზია იტყობინება, რომ ქალაქ დაირ-ელ-ზავრთან ახლოს მდებარე დევნილთა ცენტრში ძლიერი აფეთქება მოხდა. წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი 100 ადამიანს აღემატება, რამდენიმე ათეული კი დაჭრილია.
გუშინ გვიან ღამით, თვითმკვლელი ტერორისტი დანაღმული ავტომანქანით დევნილთა უმსხვილეს ცენტრში შეიჭრა და ასაფეთქებელი მოწყობილობა აამუშავა. დაღუპულთა შორის, ძირითადად, არიან ბავშვები და ქალები.
შეგახსენებთ, გასულ პარასკევს, სირიის სახელმწიფო ტელევიზია იტყობინებოდა, რომ სამთავრობო ჯარებმა მლიანად გაანთავისუფლეს დაირ-ელ-ზავრი ტერორისტებისგან.

banner
წინა სტატიაშითერჯოლაში 29 წლის მამაკაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს
შემდეგი სტატიაჰაკერებმა წვდომა მოიპოვეს დონალდ ტრამპის 195 ქსელური მისამართიასდმი