თერჯოლაში 29 წლის მამაკაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

თერჯოლაში 29 წლის მამაკაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მას ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით ყელის არეში აქვს მიყენებული. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადაყვანილი.

არსებული ინფორმაციით, მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

შსს ინფორმაციით, დანაშაული გახსნილია და ბრალდებული დაკავებულია.

banner
წინა სტატიაშიკახა მიქაია: ქუმსიკ, გენაცვალე, რა მაგარი ხარ, სად “დაასტუკე” ცუკერა და მისი აგენტურა?!
შემდეგი სტატიასირიაში აფეთქების შედეგაგ 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა