სირია თურქეთის საზღვართან კონტროლის აღდგენას აპირებს

სირიის არმიის ერთ-ერთი სტრატეგიული მიზანი თურქეთთან საზღვრის გაკონტროლებაა – ამის შესახებ სირიის პრეზიდენტის მრჩეველმა ბუსეინ შააბანმა განაცხადა, “როიტერსი” წერს.
შააბანის განცხადებით, ჩრდილოეთ სირიაში ოპერაცია აპელოს აღებამდე იგეგმება, რომ “თურქეთის მიერ გამოგზავნილი ტერორისტები შევაჩეროთ”.

მისი თქმით, სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოწოდება მხოლოდდამხოლოდ იმათგან მოდის, ვისაც ტერორისტების პოზიციების გამყარება აქვს ჩაფიქრებული, ამასთანავე, მან ეჭვი გამოთქვა იმის შესახებ, რომ შესაძლებელია კონფლიქტი დიპლომატიური გზებით დარეგულირდეს და ანკარას მიგრაციის კრიზისს ევროკავშირთან შანტაჟისთვის გამოყენებაში დასდო ბრალი. “პრობლემის გადაჭრაა ლტლვილების უსაფრთხო სირიაში დაბრუნება და დარწმუნებული ვარ, რომ ყველა მათგანი საკუთარ ქვეყანაში დაბრუნებაზე ოცნებობს” – განაცხადა შააბანმა.

გუშინ თურქეთის პრემიერ-მინისტრმა აჰმედ დავუთოღლუმ განაცხადა, რომ თურქეთი სირიის აპელოს დაცვას აპირებს. “ჩვენ ჩვენს ისტორიულ ვალს დავიბრუნებთ. პირველი მსოფლიო ომის დროს ჩვენი აპელოელი ძმები ჩვენს ქალაქებს შანლიურფას, გაზიანტებს და კახრამანმარაშს იცავდნენ, ახლა ჩვენ დავიცავთ აპელოს. მისი დამცველების ზურგს უკან მთელი თურქეთია” – განაცხადა დავითუღლუმ.

banner
წინა სტატიაშიგიგი წერეთელი: ეს ძალიან სერიოზულ ჩრდილს აყენებს საქართველოს რეპუტაციას
შემდეგი სტატიამაკა ასათიანი: ეს გადაწყვეტილება სამართლიანია და ეკუთვნის “მაესტროს” მთელ გუნდს”