მაკა ასათიანი: ეს გადაწყვეტილება სამართლიანია და ეკუთვნის “მაესტროს” მთელ გუნდს”

საჯარო რეესტრის გადაწყვეტილება სამართლიანია და ეკუთვნის “მაესტროს” მთელ გუნდს, – ამის შესახებ ტელეკომპანია “მაესტროს” ერთ-ერთმა მფლობელმა მაკა ასათიანმა საჯარო რეესტრის დღევანდელი გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა, რომლის მიხედვითაც “მაესტროს” დირექტორად ლევან გაჩეჩილაძის დარეგისტრირების პროცესი შეჩერდა.

“მთავარი არის რომ მშვიდ გარემოში მოგვეცემა მუშაობის საშუალება და პროცესები გადავა სამართლებრივ ჩარჩოებში. ეს გადაწყვეტილება სამართლიანია და ეკუთვნის “მაესტროს” მთელ გუნდს”, – განაცხადა მაკა ასათიანმა.

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ლევან გაჩეჩილაძის მაესტროს დირექტორად დაარეგისტრირების საკითხი შეაჩერა. უწყების განმარტებით, საჯარო რეესტრმა წარმოება 30 კალენდარული დღის ვადით, ეთერ (ბაია) გადაბაძის სარჩელის საფუძველზე შეაჩერა, რომელმაც სააგენტოს განცხადებით მიმართა სასამართლოში მიმდინარე დავის გადაწყვეტამდე შპს “სტუდია მაესტროს” დირექტორის ცვლილება არ განხორციელდეს.

banner
წინა სტატიაშისირია თურქეთის საზღვართან კონტროლის აღდგენას აპირებს
შემდეგი სტატიააშშ–ის ეროვნული დაზვერვის ყოველწლიურ ანგარიშში-მოსკოვი ზეწოლას გაზრდის თბილისზე