სიონში წირვას დღეს პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო აღავლენს

ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულთან დაკავშირებით, დღეს, სიონის ტაძარში წირვას პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო აღავლენს, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვიროაო წირვის დასრულების შემდეგ განაცხადა.

“4 დეკემბერს არის დიდი დღესასწაული – ტაძრად მიყვანება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და წირვა შესრულდება სამების საკათედრო ტაძარში. წირვას შეასრულებს მოსაყდრე, მეუფე შიო”, – აღნიშნა პატრიარქმა.

banner
წინა სტატიაშისუს-მა ქრთამის აღების ფაქტზე ზუგდიდის მერიის თანამშრომელი დააკავა
შემდეგი სტატია,,ევროკავშირში მიმდინარეობს დებატები გაერთიანების მომავალზე, მნიშვნელოვანია, რომ ამ დებატებში საქართველოც მონაწილეობდეს”