“სიკვდილი ბრიგადის” ყოფილი წევრი ფილიპინების პრეზდენტს მკვლელობაში ადანაშაულებს

ფილიპინების პრეზიდენტმა როდრიგო დუტერტემ ქალაქ დავაოში მერად მუშაობის პერიოდში ე.წ. “სიკვდილის ბრიგადა” შექმნა, რომლის დანიშნულება მოქალაქეების მოკვლა იყო – ქალაქის პოლიციის ყოფილმა ოფიცერმა არტურო ლასკანასმა განაცხადა – “ბიბისი” წერს.
ფიცის ქვეშ მყოფმა ლასკანასმა თქვა, რომ თვითონ ხელმძღვანელობდა “სიკვდილის ბრიგადას” და დაახლოებით 200 ადამიანის მკვლელობის მოწმე იყო. უკანასკნელი მათგანი 2015 წელს მოხდა, ამბობს ლასკანასი.
პოლიციელმა ასევე თქვა, რომ მათ ორი ჟურნალისტი მოკლეს, რომლებიც მერს აკრიტიკებდნენ.
ლასკანასმა გასული წლის ოქტომბერში უკვე მისცა ჩვენებები სენატს, სადაც ყველაფერი უარყო, თუმცა, ამჯერად მან თქვა, რომ გასული ჩვენებისას ის დააშინეს ახლობლების სიკვდილით და ახლა “სინდისის გაწმენდა” სურს.
როდრიგო დუტერტე ქალაქ დავაოს მერად 20 წელი მუშაობდა. ამ ხნის მანძილზე დანაშაულმა კლება დაიწყო, თუმცა მერს “სიკვდილის ბრიგადების” დაფინანსებაში ადანაშაულებდნენ.
პრეზიდენტად ყოფნის შემდეგ დუტერტემ ბრძოლა გამოუცხადა ნარკობიზნესს და კორუფციას და ღიად განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში, მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს დადებს სასწორზე. დუტერტეს პრეზიდენტად ყოფნის პერიოდში მოკლულია დაახლოებით 6 ათასი ადამიანი, რომლებიც ნარკოტიკების ბიზნესში იყვნენ გარეული.

banner
წინა სტატიაშიპენტაგონი ქალი-ჯარისკაცების შიშველ ფოტოებს გამოიძიებს
შემდეგი სტატიაჰარი პოტერზე პიესამ “ილივიეს” პრემიაზე ნომინაციებში რეკორდი დაამყარა