ჰარი პოტერზე პიესამ “ილივიეს” პრემიაზე ნომინაციებში რეკორდი დაამყარა

პიესამ “ჰარი პოტერი და დაწყევლილი ბავშვი” ბრიტანეთში ლოურენს ოლივიეს თეატრალური პრემია 11 ნომინაციაში აიღო – ეს დაჯილდოვების ისტორიაში რეკორდია. სპექტაკლი ჯადოქრის ზრდასრულ ცხოვრებაზეა. სიუჟეტის მიხედვით, ჰარი პორეტი დაახლოებით 40 წლის არის და მაგიის სამინისტროში მუშაობს. პიესის ძირითადი სიუჟეტი ჰარი პორტერის შვილზე, ალბუს პოტერზეა.
პიესა წიგნის ავტორმა ჯოან როულინგმა ჯეკ ტორნთან და ჯონ ტიფანისთან ერთად დაწერა. ეს უკანასკნელი წარმოდგენის რეჟისორია.

ლოურენს ოლივიეს პრემია ლონდონში 1976 წელს დაარსდა და თეატრალურ სამყაროში პრესტიჟულ ჯილდოდ ითვლება.

banner
წინა სტატიაში“სიკვდილი ბრიგადის” ყოფილი წევრი ფილიპინების პრეზდენტს მკვლელობაში ადანაშაულებს
შემდეგი სტატიასოხუმში 1913 წელს აშენებულ თურქულ აბანოებს ანგრევენ