სიცილიის არქიეპისკოპოსმა მაფიის წევრებს ნათლიაობა აუკრძალა

სიცილიის არქიეპისკოპოსმა, მიქელე პენიზმა მაფიის ადგილობრივ წევრებს ბავშვთა მონათვლის რიტუალში მონაწილეობის მიღება აუკრძალა. შესაბამისად, მაფიოზები „ნათლიმამები“ ვეღარ გახდნენ.
მიქელე პენიზი, რომლის ეპარქია მონრეალში მდებარეობს, ცნობილია როგორც მაფიასთან მებრძოლი. ის ამბობს, რომ მაფიის წევრების ნათლიობას გამოწვევას უცხადებს.
„მაფიამ ტერმინი „ნათლიმამა“ ეკლესიისგან იმისათვის წაიღო, რომ თავისი მეთაურებისთვის რელიგიური მნიშვნელობა მიეცა. სინამდვილეში, ეს ორი სამყარო სრულიად განსხვავებულია,“ – ამბობს არქიეპისკოპოსი.
2008 წელს, როცა მაფიის ხელმძღვანელის, კროჩეფისო ემანუელოს რელიგიური წესით დაკრძალვაზე უარი განაცხადა, არქიეპისკოპოსს მაფიის წევრები დაემუქრნენ. მაშინ პოლიციამ მას დაცვაც დაუნიშნა. 2014 წელს, რომის პაპმა ფრანცისკემაც ბრძოლა გამოუცხადა იტალიის ორგანიზებულ დამნაშავეებს.

banner
წინა სტატიაშიგია ჭირაქაძე გარდაიცვალა
შემდეგი სტატიასაიდუმლო სარკინიგზო ეშელონი აფხაზეთში