გია ჭირაქაძე გარდაიცვალა

ანსამბლ “ქართული ხმების” დამფუძნებელი და წევრი გია ჭირაქაძე გარდაიცვალა. ინფორმაციას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

“გია ჭირაქაძე წლების განმავლობაში იყო ანსამბლ “ქართული ხმების”, შემდეგ უკვე ანსამბლ “დიელოს” წევრი. ის იყო საქართველოს დამსახურებული არტისტი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი, თბილისის საპატიო მოქალაქე. სამინისტრო სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახსა და სრულიად საქართველოს”- ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიივანიშვილის ხეების გასატარებლად ნატანებში აირის მილები ჩაჭრეს
შემდეგი სტატიასიცილიის არქიეპისკოპოსმა მაფიის წევრებს ნათლიაობა აუკრძალა