შვეიცარიის ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო შესაძლოა, საავადმყოფოები გადაივსოს

შვეიცარიის ჯანდაცვის მინისტრი ელაიან ბერსეტი აცხადებს, რომ ქვეყანაში ბოლო კვირების განმავლობაში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რაოდენობის ზრდის გამო, შესაძლოა, საავადმყოფოები გადაივსოს.

„მდგომარეობა ძალიან სწრაფად უარესდება. სამი კვირის წინ ჩვენ ევროპის კონტინენტზე ყველაზე კარგი ეპიდვითარება გვქონდა, სამი კვირის შემდეგ კი ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მდგომარეობა სწორედ ჩვენთანაა“, – გაანაცხადა ელაიან ბერსეტმა.
შვიცარიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 5 583 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე : კაცმა დაგეგმა სპეცოპერაცია, გაძარცვა ბანკი, უმსხვერპლოდ მიაღწია მიზანს და ტყეში მიიმალა
შემდეგი სტატიათერჯოლის კლინიკაში COVID-19-ით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა