რომან გოცირიძე : კაცმა დაგეგმა სპეცოპერაცია, გაძარცვა ბანკი, უმსხვერპლოდ მიაღწია მიზანს და ტყეში მიიმალა

news
ავტ.: news ოქტომბერი 22, 2020 11:18

რომან გოცირიძე : კაცმა დაგეგმა სპეცოპერაცია, გაძარცვა ბანკი, უმსხვერპლოდ მიაღწია მიზანს და ტყეში მიიმალა

ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის რომან გოცირიძის შეფასებით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე განხორციელებული თავდასსხმა მოწმობს, რომ სისტემა სერიოზულ კრიზისშია და ქვეყანაში კრიმინალის შემთხვევებმა იმატა. როგორც ის სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს, ხელისუფლების პოლიტიკის შედეგია ის უმძიმესი ვითარება, რომელიც ყველა სფეროშია, მათ შორის დანაშაულის ზრდის კუთხით.

„კაცმა დაგეგმა სპეცოპერაცია, გაძარცვა ბანკი, უმსხვერპლოდ მიაღწია მიზანს და ტყეში მიიმალა. ხელისუფლება ამბობს, რომ დაგეგმა წარმატებული სპეცოპერაცია და უმსხვერპლოდ გაანთავისუფლა მძევლები. რომელია სიმართლე? ორივე სწორია. პოლიციელი, რომელიც დამატებით მძევლად აიყვანა ტერორისტმა, ქების ღირსია. ექსცესების გარეშე დაამთავრა ოპერაცია. ვისაც უფროსობა ფულის მიტანას დაავალებდა, ყველა ამ დღეში აღმოჩნდებოდა, ანუ სიცოცხლის რისკის ქვეშ ერთი მხრივ და სახელის და დიდების -მეორე მხრივ. მომხდარი ფაქტის მთლიანი სურათი რაზე მეტყველებს? იმაზე, რომ სისტემა არის სერიოზულ კრიზისში, რომ დაბრუნდა კრიმინალი თავისი მრავალფეროვნებით. ისეთ რამეს შევესწარით, რაც მხოლოდ ფილმებში თუ გვინახავს. ჰოდა, ამათ ხელში, რაც გვინახავს, კიდევ ვნახავთ. ეს უკვე ჩვენს არჩევანზეა დამოკიდებული, ანუ არჩევნებზე. ვახდენ თუ არა კონკრეტული დანაშაულის, ”რომელიც ყველგან შეიძლება მომხდარიყო” პოლიტიზებას? დიახ. ეს არაა მხოლოდ კრიმინალური საქმე, ესაა პოლიტიკურიც, რადგან ხელისუფლების პოლიტიკის შედეგია ის უმძიმესი ვითარება, რომელიც არის შექმნილი ყველა სფეროში, მათ შორის დანაშაულის (აგერ უკვე ეგზოტიკურისაც) ზრდის კუთხითაც“,-წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.

news
ავტ.: news ოქტომბერი 22, 2020 11:18