შვედეთში ე.წ. ჯოგურმა იმუნიტეტმა არ გაამართლა, ქვეყანა მკაცრ შეზღუდვებს აწესებს

პანდემიის დაწყებიდან მეათე თვეს, შვედეთში შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება მიიღეს. მიზეზი რეკორდულად მზარდი კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობაა. ბოლო მონაცემის მიხედვით ირკვევა, რომ ქვეყანაში კოვიდ-19-ი ყოველ 100 000 ადამიანზე 500-ს უდასტურდება, მაშინ როცა გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში ეს რიცხვი ქვეყანაში 150-ს არ აღემატებოდა.

9 თვის განმავლობაში შვედეთი პანდემიასთან საბრძოლველად ე.წ. ჯოგური იმუნიტეტის შემუშავებას ცდილობდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ვირუსით მოსახლეობის ნაწილი ჯერ უნდა დაინფიცირებულიყო და შემდეგ გამოჯანმრთელებულიყო, რაც საზოგადოების დიდ ნაწილში ანტისხეულების გამომუშავებას შეუწყობდა ხელს. შვედეთის მიდგომას კოვიდ-19-ის პანდემიასთან დაკავშირებით, როგორც მოწინააღმდეგეები ასევე მომხრეები ჰყავდა. თუმცა ყველა თანხმდებოდა, რომ გამოიღებდა თუ არა ე.წ. ჯოგური იმუნიტეტი შედეგს მხოლოდ თვეების შემდეგ გამოჩნდებოდა. ამავე მეთოდს სკანდინავიის სხვა ქვეყნებიც მიმართავენ.

banner
წინა სტატიაშიბოკერია: ელჩი ბაქრაძე ​უტიფარი და ბრიყვია
შემდეგი სტატიაკორონავირუსის სტატისტიკა მსოფლიოში უარესდება; გარდაცვალების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა პოლონეთში; საფრანგეთში ინფიცირებულთა რაოდენობამ 2 მილიონს მიაღწია; სლოვენიაში „ლოქდაუნის“ რეჟიმი გამკაცრდა