შვედეთის ქალაქში დარეგისტრირების შემდეგ მათხოვრობა შესაძლებელი გახდა

შვედეთის ქალაქ ესკილსტუნას (Eskilstuna) მუნიციპალიტეტმა მათხოვრობის შესახებ თანხმობა გამოაქვეყნა. ეს ნიშნავს იმას, რომ პირებს, რომელთაც სურთ მოწყალებით ირჩინონ თავი, ეს შეუძლიათ გააკეთონ სპეციალური ელექტრონული ფორმის შევსების შემდეგ. ან მათ პოლიციის განყოფილებას უნდა მიმართონ და ნებართვა აიღონ საქმიანობისთვის. ნებართვა 250 შვედური კრონა (დაახლოებით 70 ლარი) ღირს. განმცხადებელი შვედეთის ტერიტორიაზე ლეგალურად უნდა იმყოფებოდეს და სოციალური დაზღვევის ნომერი გააჩნდეს.

ახალი წესი ძალაში 1 აგვისტდან შევიდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ჯერჯერობით, მათხოვრობის მსურველები არ დარეგისტრირებულან.
შვედეთში თუკი მათხოვარს არ ექნება საქმიანობისთვის აუცილებელი სპეციალური ნებართვა, პოლიციას და სოციალურ მუშაკებს მათი დაჯარიმება შეუძლიათ.

banner
წინა სტატიაშიბრიტანეთის პრემიერის რეზიდენციაში Brexit-მდე დროის ათვლა დაიწყო
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორად მიხეილ დაუშვილი დაინიშნა