ბრიტანეთის პრემიერის რეზიდენციაში Brexit-მდე დროის ათვლა დაიწყო

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის რეზიდენტიაში კედელზე დაკიდეს საათი, რომელზეც Brexit-მდე დროის უკუთვლა დაიწყო – “Sky News”-ი ავრცელებს. საათის ღირებულება 500 ფუნტი სტერლინგია და ის ბორის ჯონსონის კაბინეტში კიდია – დაუნინგ-სტრიტმა დაადასტურა. ანალოგიური საათი დაკიდეს კონსერვატიული პარტიის ოფისშიც, მასზე წარწერაა: “ჩვენ გავაკეთებთ Brexit -ს და ევროკავშირიდან გავალთ”.
ბრიტანეთმა ევროკავშირი 31 ოქტომბერს უნდა დატოვოს. ბორის ჯონსონი მზად არის ქვეყანა ევროპული გაერთიანებიდან გამოიყვანოს იმის მიუხედავად, მიაღწევს თუ არა ის შეთანხმებას.

banner
წინა სტატიაშიაშშ ავღანეთიდან ათასობით სამხედრო მოსამსახურეს გაიყვანს
შემდეგი სტატიაშვედეთის ქალაქში დარეგისტრირების შემდეგ მათხოვრობა შესაძლებელი გახდა