შსს-ს აკადემიამ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრთან მემორანდუმი გააფორმა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას და საქართველოს საარჩევნო
სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრს შორის
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
დოკუმენტს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორმა ივანე
პაპიაშვილმა და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და
სწავლების ცენტრის ხელმძღვანელმა ნათია ზაალიშვილმა მოაწერეს ხელი.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ითვალისწინებს: მხარეთა მიერ ერთობლივი
საინფორმაციო-სასწავლო პროგრამების შემუშავებას, მათ განხორციელებას,
აღნიშნულ პროგრამებში ტრენერებისა და ექსპერტების ჩართვას, თანამშრომლების
პროფესიულ მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროცესის მხარდაჭერას,
მხარეთა შესაძლებლობების გათვალისწინებით, საინფორმაციო-სასწავლო
პროგრამების განხორციელებისთვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური რესურსების
გამოყოფას.
მემორანდუმის მიზანია არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარების შესახებ სამოქალაქო
ცნობიერების ამაღლება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, ურთიერთთანამშრომლობის
მემორანდუმის საფუძველზე, მოქმედი პოლიციელებისთვის ჩატარდება სასწავლო
კურსი, რომლის წარმატებით დასრულების შემდეგ სამართალდამცველები შეძლებენ
საპრეზიდენტო არჩევნების უსაფრთხოების რისკების გამოვლენასა და შეფასებას,
ასევე, პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას და სამართალდარღვევებზე
სწორ რეაგირებას.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ ბოლნისში ბინის ქურდობის 5 ფაქტი გახსნა – დაკავებულია ერთი პირი
შემდეგი სტატიაბორჯომის ხეობაში ხანძრით დაზიანებული ტყის მასივის გაწმენდითი სამუშაოები თითქმის დასრულებულია