შსს-მ ბოლნისში ბინის ქურდობის 5 ფაქტი გახსნა – დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის
ბოლნისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული
ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის
განჩინების საფუძველზე, 1993 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და
ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ა.გ., ქურდობის ბრალდებით, ბოლნისში
დააკავეს.
დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის ივლისსა და
აგვისტოში, ბოლნისში 5 ბინაში უკანონოდ შეაღწია, რის შემდეგაც ბინების
მეპატრონეების კუთვნილი ოქროსა და ვერცხლის სამკაულები მოიპარა.
გამოძიებამ, ასევე, დაადგინა, რომ ნაქურდალი ძვირფასეულობის საერთო
ღირებულება 18 000 ლარს შეადგენს. პოლიციამ მოპარული ძვირფასეულობის დიდი
ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით,
მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით,
ბინაში უკანონო შეღწევით, არაერთგზის ჩადენილ ქურდობის ფაქტზე
მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

banner
წინა სტატიაში,,ანაკლიის თასი 2018“
შემდეგი სტატიაშსს-ს აკადემიამ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრთან მემორანდუმი გააფორმა