შსს-მ ქუთაისში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის და ყაჩაღობაში დახმარების ბრალდებით, სამი პირი დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები, 1985 წელს დაბადებული გელა ქ, 1995 წელს დაბადებული გოჩა ქ. და 1997 წელს დაბადებული ჯამბული ქ. ერთ-ერთი ავტოგასამართი სადგურის ოპერატორს – გელა ქ-ს გაურიგდნენ, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, იარაღის მუქარით, თანამზრახველებთან ერთად, ავტოგასამართი სადგური დააყაჩაღეს, საიდანაც 6 000 ლარი გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა, ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულები ქუთაისში დააკავეს. სამივე დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის და ყაჩაღობაში დახმარების ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 24-179-ე მუხლით.

banner
წინა სტატიაშითბილისში ე.წ.კანონიერი ქურდი დააკავეს
შემდეგი სტატიაგზების დეპარტამენტი საავტომობილო გზებზე დაწესებული შეზღუდვების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს