თბილისში ე.წ.კანონიერი ქურდი დააკავეს

სამართალდამცველებმა თბილისში ე.წ.კანონიერი ქურდი დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დაკავებულია 1958 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რევაზ ლ.

“გამოძიებამ დაადგინა, რომ რევაზ ლ. ქურდულ სამყაროში აღიარებულია კანონიერ ქურდად. ბრალდებული ცნობს და აღიარებს ქურდულ სამყაროს, ეთანხმება მის მიზნებს, თავისი ცხოვრების წესით ქურდული სამყაროს მხარდაჭერას საჯაროდ გამოხატავს. რევაზ ლ-ს აქტიური ურთიერთობა ჰქონდა ქურდული სამყაროს წევრებთან, ასევე აქტიურად მოქმედებდა ქურდული სამყაროს მიზნების განსახორციელებლად და მონაწილეობდა ე.წ. ქურდულ გარჩევებში.
აგრეთვე დადგინდა, რომ 2011 წელს რევაზ ლ. საფრანგეთში სხვადასხვა ორგანიზებულ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა, საქართველოსა და საფრანგეთში
ქურდული საერთოს – ე.წ. “ობშიაკის” თანხების შეგროვებისა და განკარგვის საკითხებში მონაწილეობდა,”- ნათქვმია განცხადებაში.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება კანონიერი ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშირუსული ,,ფე-ეს-ბე,, ისევ ქართველ არალეგალთა დეპორტაციაზე გადადის… (VIDEO)
შემდეგი სტატიაშსს-მ ქუთაისში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა