შსს-მ ოზურგეთში მომხდარი მკვლელობა გახსნა

Crime Scene

ოზურგეთში, საკუთარ ავტომობილში მოკლული მერაბ ხაჟომიას მკვლელი სამართალდამცავებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით, საკუთარი საცხოვრებელ სახლთან დააკავეს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული ჯ.ნ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ოზურგეთის რაიონის სოფელ მელექედურში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1971 წელს დაბადებულ მ.ღ.-ს გულმკერდის არეში ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მ.ღ. მიყენებული ჭრილობის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მეორე დღეს, სოფელ მელექედურში, საკუთარი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია დასრულდა
შემდეგი სტატია“მოტივირებული შენიშვნები საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის პოზიციას გამოხატავს”- ანა დოლიძე