“მოტივირებული შენიშვნები საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის პოზიციას გამოხატავს”- ანა დოლიძე

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დღეს მხარი არ დაუჭირა პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს საქართველოს კონსტიტუციის ცვლილებებთან დაკავშირებით.

პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები კომიტეტის სხდომაზე დღეს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ წარადგინა.

უმრავლესობის წევრებმა განაცხადეს, რომ ანა დოლიძისგან ვერც ერთი იურიდიული და სამართლებრივი არგუმენტი ვერ მოისმინეს და აღნიშნეს, რომ ანა დოლიძეს და საქართველოს პრეზიდენტს პოლიტიკურად მოტივირებული პოზიცია აქვთ.

კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სხდომის დასრულების შემდეგ ანა დოლიძემ შეაფასა და აღნიშნა, რომ მოტივირებული შენიშვნები 6 საკითხისგან შედგება, აქედან 5 საკითხი, ან ,,ქართული ოცნების” ინიციატივაა, ან ,,ქართული ოცნების” მიერ ვენეციის კომისიის წინაშე აღებული ვალდებულება.

,,შენიშვნებში ერთი საკითხი – პრეზიდენტის არჩევის წესი – ის საკითხია, რაზეც საქართველოს მოსახლეობას ცალსახა პოზიცია აქვს და პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ ეს საკითხი მომავლისთვის, ორპალატიანი პარლამენტის შექმნამდე გადაედო.

,,ეს 6 პუნქტი, რომელებიც წარმოდგენილია მოტივირებულ შენიშვნებში განსაკუთრებული შემთხვევაა, რადგან ეყრდნობა სრულიად პარტიულ კონსენსუსს, გარდა მმართველი პარტიის.

აქედან გამომდინარე, ის გამოხატავს საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილის პოზიციას და, რაც მთავარია, თვისობრივად ახალ სახეს სძენს კონსტიტუციას”, – აღნიშნა ანა დოლიძემ.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ ოზურგეთში მომხდარი მკვლელობა გახსნა
შემდეგი სტატია„გორგიას“ მფლობელის გატაცების დაგეგმვა და ჩხრეკა ბიზნესმენის ყოფილი მეუღლის ბინაში