შსს-მ მაღაზია „აიტექნიკსის“ ქურდობის ფაქტი გახსნა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 17, 2019 11:01

შსს-მ მაღაზია „აიტექნიკსის“ ქურდობის ფაქტი გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქურდობის ბრალდებით ორი პირი: 2000 წელს დაბადებული ლ.ბ. და 2001 წელს დაბადებული მ.ნ. დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ორ თანამზრახველთან ერთად, თბილისში, პეკინის გამზირზე მდებარე ტექნიკის მაღაზია გაქურდეს. დაკავებულებმა სავაჭრო ობიექტიდან 5 მობილური ტელეფონი და 1 ლეპტოპი მოიპარეს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა ორი პირი მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. ასევე დადგენილია თანამზრახველთა ვინაობა და მათ დასაკავებლად ტარდება ოპერატიულ- სამძებრო ღონისძიებები.

პოლიციამ ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 17, 2019 11:01

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


13,137
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics