შსს-ინფორმაცია, რომ კადრებში ავთანდილ ბილანიშვილი ჩანს, სიმართლეს არ შეესაბამება

შინაგან საქმეთა სამინისტრო გიორგი შაქარაშვილის საქმეში არსებულ კადრებთან დაკავშირებით, რომელშიც ჩანს, რომ დიდუბის ტერიტორიაზე თეთრპერანგიანი პირი საქმის ერთ-ერთი მოწმეს, გურამ ამირხანაშვილს ესაუბრება, განცხადებას ავრცელებს.

უწყებაში ამბობენ, რომ თეთრპერანგიანი პიროვნება არა ავთანდილ ბილანიშვილი, არამედ ხაშურში მცხოვრები მოქალაქე ლაშა ლურსმანაშვილი იყო.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ კადრებში ნაჩვენები მოქალაქე დადგენილია, იგი არის 1996 წელს დაბადებული, ხაშურში მცხოვრები ლ.ლ. და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის არის ა.ბ., სიმართლეს არ შეესაბამება. საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში დადგენილია, რომ კადრებში ნაჩვენები პიროვნება მიკროავტობუსით გადაადგილდებოდა ხაშურიდან თბილისის მიმართულებით. აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება მოძრაობდა ქუთაისი-თბილისის მიმართულებით”, – აცხადებენ შსს-ში.

banner
წინა სტატიაშისაგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოქალაქეებს შავი ზღვის სანაპიროზე შტორმის შესახებ აფრთხილებს
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი – მე ვიქნები თქვენთან ერთად ხელჩაკიდებული ოქტომბერში, მოწონს ეს ვიღაცას, თუ არა