მიხეილ სააკაშვილი – მე ვიქნები თქვენთან ერთად ხელჩაკიდებული ოქტომბერში, მოწონს ეს ვიღაცას, თუ არა

ჩემი ბრძოლა იქნება ძალიან გადამწყვეტი, მოწონს ეს ვიღაცას, თუ არა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, ის იქნება წინა ხაზზე.

„მე ვიქნები თქვენთან ერთად ხელჩაკიდებული ოქტომბერში ივანიშვილის დამარცხების ფრონტზე და საქართველოს გადარჩენის ფრონტზე. ეს უკანონობა, ეს არალეგიტიმურობა უნდა დამთავრდეს და ნუ ეპყრობით მათ, რომ ისინი ჩვეულებრივი მთავრობაა, ესენი არიან ბანდიტების ხროვა და დაჯგუფება, ესენი არიან საქართველოს მტრები, მოღალატეები, ესენი არიან უცხო ძალის მიერ გაკონტროლებული. ეს ყველაფერი დასრულდება ძალიან მალე, ამიტომ ჩვენ ყველგან ვმობილიზდებით, ბევრი ახალგაზრდა, ბიზნესმენი, სხვადასხვა ასაკის ხალხი იკრიბება, ჩვენი გადამწყვეტი ბრძოლა არის ძალიან ახლოს და ამ ბრძოლაში მე ვარ ერთ-ერთი ჯარისკაცი, ასევე თქვენთან ერთად ვიქნები გამარჯვებული“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიშსს-ინფორმაცია, რომ კადრებში ავთანდილ ბილანიშვილი ჩანს, სიმართლეს არ შეესაბამება
შემდეგი სტატიაგიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით, გენერალური პროკურატურის განცხადებას ავრცელებს