შშმ ბავშვთა მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას მართავენ

“ნუ, დაზოგავ ბიუჯეტს დაუცველი ბავშვების ხარჯზე!” – ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციასთან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მშობლები არიან შეკრებილები და საპროტესტო აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეები სარეაბილიტაციო პროგრამის გაუმჯობესებას ითხოვენ, რადგან, მათი თქმით, პროგრამა სრულყოფილი არ არის.

“ვითხოვთ მთავრობისგან მეტ ჩართულობას და ყურადღების მიქცევას შშმ ბავშვების მიმართ. გუშინ გვქონდა ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრა, სადაც დაგვპირდნენ, რომ შეიცვლებოდა რეაბილიტაციის პროგრამის განრიგი, რომელმაც პრობლემები შექმნა და ეს ადამიანები შეკრიბა, გააერთიანა და გამოიყვანა ქუჩაში,” – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

როგორც შშმ ბავშვთა მშობლები ამბობენ, აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.

banner
წინა სტატიაშინარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენის, შენახვისა და საქართველოში შემოტანისთვის 4 პირს პატიმრობა შეეფარდა
შემდეგი სტატიაფინეთში სპეციალური ნებართვის გარეშე რუსეთში რეგისტრირებული მანქანების გადაადგილება აიკრძალა