მდინარაძე რომ ხალხს ითვლიდა, ჩვენ მისი ადამიანურობის პროცენტი დავითვალეთ და ის 0,022-ია – ოთარ ზურაბიშვილი

მდინარაძე რომ ხალხს ითვლიდა, ჩვენ მისი და სხვა მისთანების ადამიანურობის პროცენტი დავითვალეთ და ის 0,022-ია – ამის შესახებ დედაქალაქის მთავარ გამზირზე მყოფმა პრეზიდენტის ძმამ, ოთარ ზურაბიშვილმა განაცხადა.

ოთარ ზურაბიშვილმა “პირველებთან” გულანთებულ ახალგაზრდებზე ისაუბრა და თქვა, რომ სწორედ ჩვენი მომავალი თაობა დგას საქართველოს დაცვის სადარაჯოზე.

ძალიან საჭიროა, რასაც აკეთებენ ახალგაზრდები. ახალგაზრდები ყოველთვის იყვნენ წამყვანი პირები. მათ მინდა ვუთხრა, სწორედ თქვენ დგახართ საქართველოს სადარაჯოზე, თქვენ იცავთ ჩვენს მომავალს, თქვენს მომავალს და დიდი სურვილი მაქვს ასე გააგრძელოთ. ბოლომდე წაიყვანეთ ეს საქმე, არ დანებდეთ.

როცა ბატონი მდინარაძე ითლის, ჩვენც მათემატიკოსებმა მდინარაძის და სხვების ადამიანურობის პროცენტი დავითვალეთ, რაც არის, ეს არის, 0,022. ეს არაადამიანობა არის, როდესაც შენი ახალგაზრდობა ასეთ პროტესტს გამოაცხადებს და არ გესმის მათი.

როდესაც ასეთი საერთაშორისო გამოხმაურებებია, შანსი არ არის, რომ არ გამოგვივიდეს ეს”, – განაცხადა ოთარ ზურაბიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიუნდა გავტეხოთ ღამე, უნდა გავტეხოთ 25 თებერვალი, რომ დადგეს 26 მაისი – რატი ამაღლობელი (video)
შემდეგი სტატიამელია: “ოცნება” დროსა და სივრცეში დაიკარგა