შოთა რეხვიაშვილი: დაიწერება სია, რის მიხედვითაც მოსახლეობა შეძლებს დაიცვას რიგითობა, რათა პროდუქციის ჩაბარების დროს მთელმა სოფელმა ერთად არ იარო

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 23, 2020 15:13

შოთა რეხვიაშვილი: დაიწერება სია, რის მიხედვითაც მოსახლეობა შეძლებს დაიცვას რიგითობა, რათა პროდუქციის ჩაბარების დროს მთელმა სოფელმა ერთად არ იარო

მნიშვნელოვანი

  • დაიწერება სია, რის მიხედვითაც მოსახლეობა შეძლებს დაიცვას რიგითობა, რათა პროდუქციის ჩაბარების დროს მთელმა სოფელმა ერთად არ იარო

სხვა სტატიები

ვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი აცხადებს, რომ დაიწერება სია, რის მიხედვითაც მოსახლეობა შეძლებს დაიცვას რიგითობა, რათა პროდუქციის ჩაბარების დროს მთელმა სოფელმა ერთად არ იარო.

როგორც შოთა რეხვიაშვილი აცხადებს, სოფლებში შემოსული არიან გადამზიდი კომპანიები, რომლებიც უპრობლემოდ იბარებენ პროდუქციას.

„უბრალოდ ვხედავთ აქ სხვა ძალიან ბევრ დარღვევებს, რაც დაავადების გავრცელებასთან დაკავშირებით და პრევენციასთან მიმართებით არის დაუშვებელი. უნდა გავწეროთ ჩვენ ამ ოჯახებში ოჯახების სია, ვისაც ეცოდინებათ დღეს, ხვალ, ზეგ, რა რიგითობით იქნებიან, რომ აქ მთელმა სოფელმა არ იაროს და დისტანცირება არ დაგვრჩეს დაუცველი. ეს არის მთავარი გამოწვევა და მე მაქსიმუმს გავაკეთებ დღეიდან, რომ ეს პროცესები უფრო მეტად გამართული იყოს. დღეს რაც ხდება, იგივე რაც ხდებოდა გუშინ, არის ძალიან საგანგაშო, პროდუქცია კი გადის, მაგრამ ეპიდემიასთან ბრძოლის მიმართულებით ყველაფერი დარღვეულია“, – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

ამასთან, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ნავერიანი აცხადებს, რომ დღეს ორი სოფელში აღმამედლოსა და კასუმლოში ხდება პროდუქციის ჩაბარება.

„დღეს ველოდებით მინიმუმ რვა სატვირთო ავტომობილს კიდევ, რათა ეს პროცესი შედარებით კომფორტული იყოს ჩვენი მოსახლეობისთვის“, – განაცხადა მამუკა ნავერიანმა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 23, 2020 15:13

Google სტატისტიკა


18,783
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics