ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში მომავალი კვირიდან საბითუმო ბაზარი გაიხსნება

კახეთში კიტრის დროული რეალიზაციის გამო, მომავალი კვირიდან საბითუმო ბაზარი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში გაიხსნება.

მთავრობის ეს გადაწყვეტილება დღეს მოსახლეობას გარემო დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგნლებმა გააცნეს. გარდა საბითუმო ვაჭორობისა, უკვე რამდენიმე დღეა ადგილიბრივი მერია ფერმერებისთვუს სხვა მუნიციპალიტეტებში გადაადგილების მიზნით საშვებს ყოველდღიურ რეჟიმში გასცემს.

ლაგოდეხში წელს 10 ათას ტონამდე კიტრის მოსავალს ელოდებიან.

banner
წინა სტატიაშიშოთა რეხვიაშვილი: დაიწერება სია, რის მიხედვითაც მოსახლეობა შეძლებს დაიცვას რიგითობა, რათა პროდუქციის ჩაბარების დროს მთელმა სოფელმა ერთად არ იარო
შემდეგი სტატიასაჩხერის სამედიცინო ცენტრის 4 საეჭვო პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა