შოლცი – ნატო-მ თავიდან უნდა აიცილოს რუსეთთან პირდაპირი სამხედრო დაპირისპირება, რომელმაც შეიძლება მესამე მსოფლიო ომამდე მიგვიყვანოს

ნატო-მ თავიდან უნდა აიცილოს რუსეთთან პირდაპირი სამხედრო დაპირისპირება, რომელმაც შეიძლება მესამე მსოფლიო ომამდე მიგვიყვანოს, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა Der Spiegel-თან ინტერვიუში განაცხადა, როდესაც მას უკრაინისთვის მძიმე იარაღის მიწოდების შესახებ დაუსვეს შეკითხვა.

მისი თქმით, არ არსებობს წესები, სადაც მითითებულია, როდის შეიძლება ჩაითვალოს გერმანია უკრაინის ომის მხარედ.

„ამიტომ, მით უფრო მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ თითოეული ნაბიჯი ძალიან ფრთხილად განვიხილოთ და მჭიდროდ ვითანამშრომლოთ ერთმანეთთან. ჩემთვის მთავარი პრიორიტეტია ნატო-ს მიმართ ესკალაციის თავიდან აცილება“,- აღნიშნა შოლცმა.

მისი თქმით, შეცდომის შედეგები „დრამატული იქნება”.

banner
წინა სტატიაშიბრიტანული დაზვერვა განმარტავს, რატომ თქვა უარი პუტინმა “აზოვსტალის” შტურმზე
შემდეგი სტატიაქადაგიშვილი არახამიაზე – საბოლოო ჯამში, მეგობრობა გაიმარჯვებს, მაგრამ ასეთი ბოროტი განზრახვის მატარებელი სუბიექტები შიგადაშიგ მეგობრობის გზაზე ცუდი პრეცედენტების შექმნას ახერხებენ