შმიგალი – უკრაინის შეიარაღებულ ძალებში 500 000 ადამიანის მობილიზება საჭირო არ არის

უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგებში 500 000 ადამიანის მობილიზება ჯერჯერობით საჭირო არ არის.

შმიგალმა Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ შეფასების თანახმად, ასეთი მასშტაბის მობილიზაცია საჭირო არ არის, თუ გავითვალისწინებთ იმ როტაციას რომელიც ხდება ფრონტის ხაზზე.

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირს, საერთაშორისო სავალუტო ფონდს და „დიდი შვიდეულის“ მოკავშირეებს მიმდინარე წელს საჭირო დაფინანსების უზრუნველყოფისთვის, რაც უკრაინის ბიუჯეტს წლის პირველ ნახევარში „გადარჩენის საშუალებას აძლევს”.

„უკრაინას, წლის მეორე ნახევარში, აშშ-ის დახმარების პაკეტის იმედი აქვს. გავაგრძელებთ ბრძოლას, თუ მივიღებთ მხარდაჭერას ჩვენი პარტნიორებისგან საარტილერიო ჭურვების, შორ და საშუალო მანძილზე მოქმედი რაკეტების კუთხით“, – აღნიშნა შმიგალმა.

banner
წინა სტატიაშიგვარამია-მელიას ცალკე გასვლა უნდათ, კიდევ უნდა შეიერთონ დანარჩენი „ნაცური“ პარტიები – ხვიჩია
შემდეგი სტატიაკახა კალაძემ მედიის ყველა წარმომადგენელს ქართული ჟურნალისტიკის დღე მიულოცა