გვარამია-მელიას ცალკე გასვლა უნდათ, კიდევ უნდა შეიერთონ დანარჩენი „ნაცური“ პარტიები – ხვიჩია

მგონია, რომ მზადება იმისკენ არის, რომ ყოფილი თანაგუნდელები მიხეილ სააკაშვილსა და კეზერაშვილს სარფიანად ევაჭრონ, თორემ არჩევნებზე „ნაცების“ ორზე მეტი პარტიით გასვლა მომგებიანი არ იქნება და იმ რისკებს აჩენს, რაზეც სააკაშვილი საუბრობს, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩიას თქმით, თუ გვარამია-მელიას ცალკე გასვლა უნდათ, კიდევ უნდა შეიერთონ დანარჩენი „ნაცური“ პარტიები.

„არჩევნებზე ორი პარტიით გასვლა შეუძლიათ, ისევე, როგორც „ქართული ოცნება“ ცდილობს, რომ „ხალხის ძალა“ ჰქონდეს. ზოგადად, ეს ქართველი პოლიტიკოსების უცნაური ვნებაა, როცა ერთი პარტია არ ჰყოფნით და მეტი უნდათ. „ნაცურ“ გაერთიანებაში „ლელოსა“ და ჯაფარიძეს ვხედავ, ეს იქნება გვარამიასთან თუ პირდაპირ მიშასთან, ვერ გეტყვით, მაგრამ ხმების არდაკარგვისთვის კარგი იქნება, თუ ასე იქნება გადანაწილებული“, – განაცხადა ხვიჩიამ.

banner
წინა სტატიაშიDRI-მ სხვისი ნივთის ჯგუფურად დაზიანების/განადგურების სისხლის სამართლებრივ ნორმასთან დაკავშირებით კონსტიტუციური სარჩელი შეიტან
შემდეგი სტატიაშმიგალი – უკრაინის შეიარაღებულ ძალებში 500 000 ადამიანის მობილიზება საჭირო არ არის