შინაგან საქმეთა სამინისტრომ უცხო ქვეყნის მოქალაქის ძარცვის ბრალდებით ორი პირი დააკავა

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე მაისი 11, 2018 12:27

შინაგან საქმეთა სამინისტრომ უცხო ქვეყნის მოქალაქის ძარცვის ბრალდებით ორი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით, წარსულში ქურდობისა და ძალადობისთვის ნასამართლევი პირები – 1995 წელს დაბადებული ჯ. გ. და 1997 წელს დაბადებული ო.ა. დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა თბილისში ირანის მოქალაქეს – 1987 წელს დაბადებულ ი.ა.-ს ფული, მობილური ტელეფონი, პასპორტი და სახლის გასაღები წაართვეს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. დანაშაულის ჩამდენი პირების, ასევე ფაქტის თვითმხილველი ტაქსის მძღოლის ვინაობა, რომელმაც აღნიშნული დანაშაული დაფარა, შემთხვევიდან მოკლე დროში დავადგინეთ და დავაკავეთ.
გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 178-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე მაისი 11, 2018 12:27

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


2,259
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics