სომხური მხარის ინიციატივით, გიორგი კვირიკაშვილსა და ნიკოლ ფაშინიანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე მაისი 11, 2018 12:29

სომხური მხარის ინიციატივით, გიორგი კვირიკაშვილსა და ნიკოლ ფაშინიანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

სომხური მხარის ინიციატივით, საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრებს შორის, სატელეფონო საუბარი შედგა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ნიკოლ ფაშინიანს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრად არჩევა მიულოცა.

მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ტრადიციული კეთილმეზობლური ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებაზე.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოსა და სომხეთის თანამშრომლობა გეოპოლიტიკური ფაქტორებისგან დამოუკიდებლად უნდა განვითარდეს. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობა შეესაბამებოდეს ორ ქვეყანას შორის არსებულ განსაკუთრებულ კავშირებს.

გიორგი კვირიკაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა სომხეთთან ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის და ნიკოლ ფაშინიანი საქართველოში მოიწვია.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე მაისი 11, 2018 12:29

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


3,229
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics